მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 1 კვირაში საქართველოში უაქციზო საქონლის შენახვის 35 ფაქტი გამოვლინდა

5ed500c721178
BM.GE
01.06.20 17:29
720
25-31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის შენახვის 35 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც BM.GE-ის შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ჯამში ამოღებულია უაქციზო სიგარეტი (5,154 კოლოფი), თუთუნი (43,8 კგ.), თვითნაკეთი სიგარეტი (3,820 ღერი) და უაქციზო ალკოჰოლური სასმელი (5 ლიტრი - 10 ბოთლი).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აქედან 2 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.