მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო დღეებში საქართველოში საწვავი გაძვირდა - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

6165509a3ea9b
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.21 20:39
1218
ბოლო დღეებში საქართველოში საბითუმო ბაზარზე საწვავის ფასის მნიშვნელოვანმა ზრდამ, არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავი გააძვირა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, S&P Global Platts-ის მიხედვით საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზეც იზრდება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება. კერძოდ, ბენზინის ფასი 1 ოქტომბრიდან დღემდე ტონაზე დაახლოებით 44.25 დოლარით, ანუ 5.9%-ით გაიზარდა და 791.25 დოლარი შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის ფასი 1 ოქტომბრიდან ტონაზე დაახლოებით 54.5 დოლარით ანუ 8.2%-ით მოიმატა (1 სექტემბრიდან გაზრდილია 130 დოლარით ანუ 22%-ით) 1 ტონა დიზელის ღირებულებამ 722.50 დოლარი შეადგინა.

„რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელში არსებულ ფასებს, სექტემბერში საწვავზე ფასები არ შეცვლილა. რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, მოხდა საწვავის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა საბითუმო ბაზარზე, რამაც განაპირობა ის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე დაფიქსირდა საწვავის ფასის მატება“, - აცხადებენ კავშირში.

მათი ინფორმაციით, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს:

რეგულარის ტიპის ბენზინი - 2,81-3,09 ლარი/ლიტრაზე;
პრემიუმის ტიპის ბენზინი - 3,07-3,18 ლარი/ლიტრაზე;
სუპერის ტიპის ბენზინი - 3,15-3,26 ლარი/ლიტრაზე;
ევრო დიზელის საწვავი - 2,87-3,07 ლარი/ლიტრაზე;
დიზელის საწვავი - 2,64-2,99 ლარი/ლიტრაზე;