მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ერთ წელში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში 220 ხელშეკრულება გაფორმდა

60be10846c122
ინგა მურუსიძე
07.06.21 23:00
605
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი არის პროექტი, რომელიც მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის დაამტკიცა. მისი მეშვეობით ბიზნესს საშუალება მიეცა მთავრობის მიერ გარანტირებული სესხები აეღო. ბიუჯეტის თანახმად, გასაცემი გარანტიის ოდენობა 330 მილიონი ლარი იყო, რომლითაც 2.2 მლრდ ლარის სესხების გარანტირება უნდა მომხდარიყო. პროგრამა კერძო სექტორისთვის როგორც  ახალი სესხების გაცემას, ასევე არსებული ვალდებულებების რესტრუქტურიზაციასაც ითვალისწინებდა.

„Covid-19 პანდემიის ფონზე პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რომლებიც გაგრძელდება 2021 წლის ბოლომდე. კერძოდ, ახალი სესხების ძირი თანხის 70-დან 90%-მდე გაიზარდა გარანტირებული თანხების მოცულობა, ბანკებთან ერთად პროგრამაში ჩაერთო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, დაიშვა კომერციულ ბანკებში პროგრამის გარეთ გაცემული სესხის პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზების და რეფინანსირების შესაძლებლობა. რესტრუქტურიზებული სესხის შემთხვევაში ხდება ძირი თანხის 30%-ის გარანტირება.

2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პროგრამის ფარგლებში 220 ხელშეკრულება გაფორმდა. სულ სესხების მოცულობა 187.2 მლნ ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია 158.8 მლნ ლარი. სულ გადარიცხულია 31.8 მლნ ლარი“, - ნათქვამია სამთავრობო ანგარიშში, რომელიც 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.