მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bolt Food-ი პარტნიორი რესტორნებისთვის საკომისიოს აუქმებს

6013f771d1c8b
BM.GE
29.01.21 17:07
1109
კომპანია Bolt-ი პარტნიორი რესტორნების დასახმარებლად, მათთვის დაწესებულ საკომისიოს სრულად აუქმებს.  გადაწყვეტილება ძალაში 1 თებერვლიდან შევა და გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები იმოქმედებს. კომპანიის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"Bolt Food-მა საქართველოში ოპერირება სულ 1 თვის წინ დაიწყო, რის შემდეგაც, პარტნიორი რესტორნებისგან მუდმივად გვესმის წარმოუდგენელი სირთულეების შესახებ, რასაც პანდემიით განპირობებული შეზღუდვები ქმნის ბიზნესისთვის. ალიან ბევრი ჩვენი საყვარელი რესტორანი მუშაობის გაგრძელებას ვერ ახერხებს, სხვები კი ყოველ დღიურად, დაუღალავად იბრძვიან
გადარჩენისთვის.

ჩვენ ეს ბიზნესი სწრაფი მოგების მიზნით არ წამოგვიწყია, - გვჯერა, რომ ჩვენი კომპანიის ნამდვილი წარმატება ჩვენი პარტნიორი რესტორნების წარმატებაზე, ჩვენი კურიერების კარგ ანაზღაურებაზე და ჩვენი მომხმარებლების ბედნიერებაზეა სრულად დამოკიდებული. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჩვენი პასუხისმგებლობაა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მხარი დავუჭიროთ ბიზნესს ამ კრიტიკულ დროს. ვიმედოვნებთ, ეს გადაწყვეტილება პარტნიორ რესტორნებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და შემატებს ძალას, რომ უკეთ გაუმკლავდნენ პანდემიასთან ბრძოლას.

ეს გადაწყვეტილება ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია Bolt-ის რომელიმე სერვისით, იცის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის უბრალოდ სერვისის გაწევით არასდროს შემოვიფარგლებით.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ საზოგადოებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაში.

ჩვენ არასდროს გვსურდა ვყოფილიყავით უბრალოდ ტაქსის კომპანია: 2014 წელს, Bolt-ის დაარსების დღიდან, ჩვენი მიზანია, შევცვალოთ გადააადგილების კულტურა თბილისში - შევქმნათ ტრანსპორტირების მაღალი ხარისხი და ახალი სტანდარტი. ას შემდეგ, ყოველთვის ვეძებთ გზას, რომ დადებითი გავლენა მოვახდინოთ საზოგადოებაზე. სულ რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ:

● დავაფინანსეთ ჩვენი ექიმების და ექთნების გადაადგილება;
● გავხადეთ Bolt-ის ყველა მგზავრობა კარბონ-ნეიტრალური;
● გავხდით პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც ცხოველების მოყვარულთათვის,
თავიანთ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გადაადგილება შესაძლებელი გახადა;
● დავეხმარეთ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს;
● ევქმენით მხარდაჭერის პროგრამა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის და
დავაფინანსეთ განათლება ომის გმირების შვილებისთვის;
● გავერთიანდით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ;
● შევქმენით ქართულ ენოვანი ბიბლიოთეკა სოფელ ყარაჯალარის სკოლაში.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია ჩვენი საერთო მისიისა - გავხადოთ საქართველო საცხოვრებლად უკეთესი ადგილი და არც ჩვენი დღევანდელი კამპანიაა გამონაკლისი - ახლა, ისე როგორც არასდროს, რესტორნების ინდუსტრიას ჩვენი დახმარება სჭირდება. ეს კი ის მცირედია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. იმედი გვაქვს, ამ კამპანიით სწორ მაგალითს შევქმნით და
სხვა კომპანიებს ჩაერთონ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ ერთად დავამარცხოთ სირთულეები და დავბრუნდეთ მალე - კიდევ უფრო ძლიერები".
(R)