მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bolt-ი ბიზნეს სუბიექტებს ახალ მომსახურებას სთავზობს - COVID-19-ის გავლენა

5e8b3fa323c04
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.20 19:15
1412
კომპანია Bolt-ი ბიზნეს სუბიექტებს ახალ მომსახურებას Bolt Business Deliver-ის სთავაზობს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის მარკეტინგული პროექტების ხელმძღვანელმა გიორგი აბაკელიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, მათი პარტნიორებისთვის აღნიშნული სერვისის შეთავაზება კომპანიაში COVID-19-ის გავრცელების შემდეგ მიწოდების მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე დამუშავდა და 3 აპრილს ამოქმედდა.

„ახალი სერვისი Bolt Business Deliver - მომსახურება განკუთვნლია სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის და უზრუნველყოფს სასურველი ამანათის მომხმარებლამდე მიტანას ნებისმიერ დროს, ქალაქის ნებისმიერ წერტილში. პორტალის საშუალებით, კომპანიებისთვის უამრავი კურიერი ხდება წუთებში ხელმისაწვდომი, რომლებიც მზად არიან, ადრესატამდე მიიტანონ სასურველი ამანათი. ახალი სერვისის ოფიციალურად გააქტიურება თბლისში 3 აპრილს მოხდა. ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მიტანის სერვისზე გაზრდილმა მოთხოვნამ, ახალი სერვისის შექმნისკენ გვიბიძგა. ეს მომსახურება კომპანიებს არსებულ ვითარებაში გამოწვევების მარტივად გამკლავებაში ეხმარება. ამ პროექტის ფარგლებში ყოველდღიურად ხდება ახალ კომპანიებთან კომუნიკაცია და მათთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარება. ამავდროულად, კურიერების რეგისტრაცია და გადამზადება“, - ამბობს გიორგი აბაკელია.

Bolt-ის მარკეტინგული პროექტების ხელმძღვანელის შეფასებით, ახალი სერვისი კომპანიებისთვის სავსებით მისაღებია და მოთხოვნაც მზარდია.

„Bolt Business Delivery განკუთვნილია კომპანიებისთვის, აღნიშნული სერვისი მათთვის ძალიან მარტივი, სწრაფი და კომფორტული აღმოჩნდა. მაქსიმალურად ვაკონტროლებთ სიტუაციას და გაორმაგებული ძალებით ვცდილობთ ნაკლებად სტრესული გავხადოთ მძღოლებისთვის სამუშაო გარემო. ველოდებით ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირებას და ამავდროულად, მუდმივად განვაგრძობთ განვითარებას, ახალი სერვისებისა და აქტივობების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნავს Bolt-ის მარკეტინგული ორექტების ხელმძღვანელი.