21.ოქტომბერი .2020 22:15

ბოროტმოქმედმა, სავარაუდოდ, “საქართველოს ბანკი” სამ მძევალთან ერთად დატოვა

views 920
უკან

ბოროტმოქმედმა, “საქართველოს ბანკის” ფილიალი, სავარაუდოდ, მძევლებთან ერთად დატოვა.

სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გავიდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ტოვებს სავარაუდოდ, კრიმინალი სამ პირთან ერთად შენობას. მას უკან მოჰყვებოდა ერთი პირი, რომელსაც ხელში ჩანთა ეჭირა.

ბოროტმოქმედი მძევლებთან ერთად პოლიციის მანქანაში ჩაჯდა და ტერიტორია გაურკვეველი მიმართულებით დატოვა. ნიშნავს თუ არა აღნიშნული იმას, რომ გამტაცებლის მოთხოვნა - $500,000 მიტანა დაკმაყოფილდა, უცნობია.

ოფიციალურ უწყებებს მიმდინარე ოპერაციასათან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედი დღეს შეიჭრა, მან 23 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედი 500,000 დოლარს ითხოვდა.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა