06.ოქტომბერი .2020 16:04

ბრაზილიიდან საქართველოში შემოტანილი 1 ტონამდე ხორცი განადგურებას დაექვემდებარა

views 2469
უკან

ფოთში შემოტანილი 1 ტონამდე ხორცი განადგურებას დაექვემდებარა. როგორც bm.ge-ის შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 936 კილოგრამი გაყინული ღორის ხორცი შემოვიდა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, დადგინდა, რომ ვეტერინარულ სერტიფიკატში ასახული მონაცემების შეუსაბამობის გამო, გაყინული ღორის ხორცი არ აკმაყოფილებს საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

,,ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი”-ს დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების მოთხოვნების თანახმად, საქონელი დაექვემდებარა განადგურებას”, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა