მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრძანება N77-04 - დოკუმენტი, რომლის გამოც გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

5cf0d2d7c484a
BM.GE
31.05.19 11:00
3002
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მიიღო.

კაკაურიძის გათავისუფლების მიზეზი მისივე ბრძანება გახდა, ნომრით 77-04, რომლის ფარგლებშიც სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს” დაუმტკიცდა საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.



ბრძანება 2 მაისით თარიღდება. თუმცა, როგორც ეკონომიკის მინისტრმა გუშინ განაცხადა, მასთან ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა. ნათია თურნავას თქმითვე, დოკუმენტი დარღვევებით არის გაცემული, რის გამოც ის გუშინვე გააუქმეს. თუმცა, კომპანია "apm terminals poti"-ში აცხადებდნენ, რომ დოკუმენტის გაუქმების შესახებ მათ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ.



ის, რომ სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა” და კომპანია APM ტერმინალსმა ნებართვა მიიღო, გუშინ წინ ღამით გახდა ცნობილი, როდესაც კომპანიამ პრესრელიზი გაავრცელა. ამ ამბავს გამოეხმაურა ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ანაკლიაში პორტის მშენებლობაზე. კონსორციუმის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობამ მათს ინვესტორებთან მოლაპარაკებისას მეორე ღრმაწყლოვანი პორტის ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაცია დამალა. კონსორციუმში აღნიშნავდნენ, რომ ამ ინფორმაციის გამო მათი ინვესტორები შოკირებული იყვნენ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები