მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში $275 მილიონად შეფასებული სახლი შესაძლოა ჩინელმა მილიარდერმა იყიდოს

5e1c185c2c778
ნათია თაქთაქიშვილი
13.01.20 14:30
1161
დიდ ბრიტანეთში ყველაზე ძვირადღირებული სახლი იყიდება, რომელიც ლონდონში Knightsbridge-ის უბანში მდებარეობს. სახლს 45 საძინებელი აქვს და თუკი გარიგება შედგება და ის $275 მილიონად გაიყიდება, შესაძლოა, მსოფლიო რეკორდიც კი მოხსნას. ამის შესახებ ამერიკული Forbes წერს.

აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის შუა საუკუნეების უზარმაზარი შენობა გადაჰყურებს ჰაიდ პარკს. ის ახლოს მდებარეობს მაღაზია ჰაროდსთან; შენობას აქვს მიწისქვეშა პარკინგი, რამდენიმე ლიფტი, ტყვიაგაუმტარი ფანჯრები და საცურაო აუზი. სახლის ყოფილი მფლობელები  საუდის არაბეთის პრინცი და ლიბანის ყოფილ პრემიერ მინისტრი იყვნენ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სახლით უკვე დაინტერესებულია ჩინელი მილიარდერი ჩენგ ჩუნგ კიუ -  CC Land Holdings-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. თავის მხრივ, Bloomberg-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჩუნგი ამ თანხის გადასახდელად მზადაა. აქამდე ყველაზე ძვირადღირებულ პენტჰაუსად ითვლებოდა მანჰეტენზე მდებარე სახლი, რომელშიც  Hedge Fund-ის მენეჯერმა კენ გრიფინმა 2019 წლის იანვარში $ 183 მილიონი გადაიხადა.