მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული ავიაკომპანია Flybe გაკოტრდა

5e60d90528f08
ნათია თაქთაქიშვილი
05.03.20 17:10
818
ბრიტანული ავიაკომპანია Flybe, რომელიც ქვეყნის შიდა ფრენებს ემსახურებოდა, გაკოტრდა. ამის მიზეზად კომპანიამ კორონავირუსის გავლენა დაასახელა. ინფორმაციას მედია გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

„ყველა ფრენა შეჩერებულია. მიუხედევად ყველა ძალისხმევისა, ალტერნატივა აღარ გვაქვს. ჩვენ ვერ შევძელით პრობლემის იმგვარად მოგვარება, რომ საქმიანობა გაგვეგრძელებინა“,- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ანდერსონმა.

კომპანიის გაკოტრების შედეგად 2,000-მდე ადამინაი სამსახურის დაკარგვის წინაშე დადგა, მაგრამ კოლაფსის საპასუხოდ ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპაიის თანამშრომლებს დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ მათ სხვა ავიაკომპნიებში გადაანაწილებენ.