მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BTL-Georgia გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი გახდა

5efc9d1343a52
BM.GE
01.07.20 18:34
383
ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი BTL-Georgia გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი გახდა. კომპანია ბი თი ელი-ს დირექტორმა, მაია ბიბილაურმა ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). შედეგად, კომპანია შეუერთდა პრინციპების ხელმომწერი კომპანიების გლობალურ მოძრაობას. აღნიშნული ქმედებით კომპანია გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარსა თუ საზოგადოებაში.

ქალთა გაძლიერების პრინციპები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივაა და წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს ბიზნესისთვის იმის შესახებ, თუ როგორ შეუწყოს ხელი გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას.

კომპანია შეუერთდა პრინციპებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში, რომლის იმპლემენტაციაში ჩაერთო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ტექნიკური მხარდაჭერით, კომპანიაში ჩატარდება გენდერული შეფასება და შემუშავდება შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანიცაა კომპანიაში ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა და შემდეგ, შესაბამისი აქტივობების განხორციელება.
NS