მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბუდე“ - ქართული კულტურისა და არქიტექტურის ელემენტებით გაფორმებული ე.წ ქეისები

5f6e150190b7b
ნუცა ბაზლიძე
25.09.20 23:40
2120
კომპანია „ბუდე“ მომხმარებლებს განსაკუთრებული დიზაინით შექმნილ მობილურის ჩასადებ, ე.წ ქეისებს სთავაზობს. როგორც „ბუდეს“ თანადამფუძნებელი დიანა მეგრელიშვილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, პრინტი ძირითადად ქართული კულტურისა და არქიტექტურის მიხედვითაა გაფორმებული, მეტი მრავალფეროვნებისთვის კი, გამოყენებულია უცხოური ელემენტებიც.

როგორც გავარკვიეთ, პრინტის ნიმუშს დიზაინერი სპეციალურ ფორმატში ამზადებს, შემდეგ კი „ბუდეს“ წარმომადგენლები მას ჩინეთში აგზავნიან, საიდანაც პროდუქცია საბოლოო სახით ბრუნდება. უკვე საქართველოში კი ის Facebook-ისა (Bude • ბუდე) და Instagram-ის (budecases) გვერდების საშუალებით, ონლაინ რეალიზდება.

დიანა მეგრელიშვილის განმარტებით, „ბუდეს“ ქეისის შეძენა 25 ლარადაა შესაძლებელი, მომხმარებლამდე კი ის ფოსტის, ან საკურიერო მომსახურების საშუალებით აღწევს.

გეგმებზე საუბრისას, დიანა მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ცნობადობის გაზრდის მიზნით, „ბუდეში“ ფესტივალებზე მონაწილეობის მიღებას განიხილავენ.

„როდესაც შესაძლებელი იქნება, გვსურს, მაგალითად, საშობაო ბაზრობებში ჩავერთოთ“, - აღნიშნავს ის.

ცნობისთვის: „ბუდე“ 2019 წლის მაისიდან არსებობს. მას 2 თანადამფუძნებელი ჰყავს, საწყისი ინვესტიცია კი დაახლოებით 500 დოლარს შეადგენდა.