მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში 10 ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი – განახლებული რეიტინგი

5f5123db5b157
ნათია თაქთაქიშვილი
04.09.20 00:13
3368
ანალიტიკური კომპანია Omdia-ს განცხადებით, მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული რთული მდგომარეობისა, 2020 წლის პირველ ნახევარში მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სმარტფონი iPhone 11 გახდა, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გამოვიდა.

როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში 37,7 მილიონი iPhone 11 გაიყიდა. რეიტინგში მეორე ადგილს Samsung Galaxy A51-ი იკავებს, მესამე ადგილზე კი Xiaomi Redmi Note მოხვდა.

iPhone 11-ის გარდა, სიაში Apple-ს სხვა პროდუქტებიცაა. კერძოდ, განახლებული iPhone SE, XR, 11 Pro Max-ი და 11 Pro.

10 ყველზე მოთხოვნადი სმარტფონის სია ასე გამოიყურება:

1.iPhone 11 – გაიყიდა 37.7 მილიონი ცალი
2.Sumsung Galaxy A51 - გაიყიდა 11.4 მილიონი ცალი
3.Redmi Note 8 Xiaomi - გაიყიდა 11 მილიონი ცალი
4.Redmi Note 8Pro Xiaomi - გაიყიდა 10.2 მილიონი ცალი
5.iPhone SE (2020) - გაიყიდა 8.7 მილიონი ცალი
6.iPhone XR - გაიყიდა 8.0 მილიონი ცალი
7.iPhone 11 Pro Max - გაიყიდა 7.7 მილიონი ცალი
8.Redmi 8A Xiaomi - გაიყიდა 7.3 მილიონი ცალი
9.Redmi 8 Xiaomi - გაიყიდა 6.8 მილიონი ცალი
10.iPhone 11 Pro - გაიყიდა 6.7 მილიონი