მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცდილობენ დახატონ, რომ ტურიზმში აპოკალიფსი დაიწყო და აქ ჩამოსვლა აღარავის უნდა - ქვრივიშვილი

60f56a5a42faf
ვიქტორია მღებრიშვილი
19.07.21 16:32
1967
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დარგში საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო, გამოკითხული ბიზნესსუბიექტების 95%-ში ჯავშნების გაუქმება არ აღინიშნება.

ასე გამოეხმაურა ქვრივიშვილი დეპუტატ ნინო წილოსანის მიერ დასმულ კითვას, თუ რა გავლენა აქვს ბოლოო პერიოდის მოვლენებს ტურიზმის სექტორზე.

აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჯავშნების გაუქმების შესახებ ალაპარაკდნენ. 

ქვრივიშვილი ამბობს, რომ საუბარია ერთეულ შემთხვევებზე აპელირებასა და მათ შორის მედიის მხრიდან იმის ჩვენებაზე, თითქოს ტურიზმში აპოკალიფსი დაიწყო.

„ტურიზმი რეაგირებს ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, იქნება ეს პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური აქტივობები. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში გვინდა ტურიზმის მდგრადი განვითარება, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა სტუმარმასპინძლობა და უსაფრთხოებაა, ყველაფერი ის, რაც ამ პოზიციონირებას არ აძლიერებს, აზიანებს ტურიზმს, მაგრამ სად გადის სიმართლის ხაზი?

ჩემთვის, ალბათ ემოციურიც იყო და ვერ ვხსნიდი - რაში სჭირდებათ ადამიანებს და მედიის წარმომადგენლებს 3 შემთხვევაზე აპელირება, რომ ეს ქვეყნის ტრაგედიად აქციონ და დახატონ, რომიმიტომ, რომ ტურისტებს ქვეყანაში ჩამოსვლის ეშინიათ, რადგან თურმე ადამიანები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ჩამოსვლა მათი უსაფრთხოების ნიშნის ქვეშ დგება. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ამაზე ზედაპირულად საუბრობენ და არაერთი პოლემიკა მქონდა და ვერც ერთი ციფრი ვერ მოვისმინე. როდესაც კატასტროფულად გაუქმებულ ჯავშნებზე ვსაუბრობთ, პირველი კითხვა რაცაა - რა მოცულობაზე გვაქვს საუბარი, რამდენი ჯავშანი გაუქმდა, რომელ სასტუმროებში გაუქმდა, რომელ ტურისტულ კომპანიებში გაუქმდა? - ასეთი პასუხები მე არ მიმიღია.

მაგრამ გეტყვით ჩვენ რა გავაკეთეთ. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეკონომიკის სამინისტროს დავალებით გააკეთა შიდა მოკვლევა და გამოკითხულია დაახლოებით 100-მდე სასტუმრო, 40-მდე ტურისტული კომპანია, 200-მდე განთავსების ობიექტი ბინა. გამოკითხულთა 95% აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ჯავშნების გაუქმება არ შეინიშნება და პირიქით ფიქსირდება ე.წ. ოვერბუქინგი, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო პერიოდში ჯავშნების დინამიკა ჯანსაღია. გაუქმებული რამდენიმე ინდივიდუალური ჯავშნის გაუქმება, რაც 5%-ს შეადგენს, მათი ინფორმაციით, არ უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რაც კარგია, რადგან ტურისტები არ ფიქრობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლა უსაფრთხო არ არის. დამატებითი სიმყარისთვის ჩვენ ქვეყანაში მოქმედი ტურისტული ასოციაციების მხრიდან მეტ აქტივობას ველოდით, რადგან თუ ვამბობთ, რომ ეს პრობლემაა, მაშინ ჩვენ გვჭიდება რიცხვები. ბევრი და ჭარბი ციფრები ვერ მივიღეთ, რადგან ასოციაციებიდან მიღებული უკუკავშირი არის ის, რომ წევრები იძახიან, რომ არ გვაქვს ჯავშნების გაუქმება და ამ ველების შევსებას აზრი არ აქვს"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.