მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცერცვაძე აღდგომის ტრადიციულად არჩატარებაზე - "არის სერიოზული საუბრები"

5e8778f0e4fca
თამთა ჯიჯავაძე
03.04.20 21:52
2325
დაუკავშირდება თუ არა პიკი ქრისტიანულ დღესასწაულებს? – „ტვ პირველის“ ამ კითხვას უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, თუ ქრისტიანული დღსასწაულები ჩატარდება ტრადიციული ფორმით, ამან შესაძლოა გამოიწვიოს დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება.

„თუ ის ჩატარდა ტრადიციული ფორმატით, მე არ ვიცი პიკი დაუკავშირდება ამას თუ არა, შესაძლოა ამან გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მატება..... ეს ჩემი პერსონალური აზრია.. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკლესიას და კატეგორიულად არ მინდა ჩავერიო მის საქმეში და რაიმე რჩევები მივცე. მე მხოლოდ ჩემს პოზიციას გამოვხატავ.

მაგრამ უკვეე არის სერიოზული საუბარი, თუმცა, არ არის შეთანხმება მიღწეული, რომ არ ჩატარდეს ტრადიციული ფორმით, და ჩატარდეს შეზღუდული ფორმით, რომლის მსგავსი გადაწყვეტილებაც მიიღეს სხვა კონფესიებმა.

მანამდე კიდევ არის დრო და თუ მანამდე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სამედიცინო თვალსაზრისით რისკებს შეამცირებს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.