მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CH GROUP ახალი კომპანია გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების ბაზარზე

5ecb835f2c2db
BM.GE
25.05.20 12:31
4817
CH GROUP (COOLING HEATING GROUP) დაარსდა 2017 წელს გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სფეროში მოღვაწე წარმატებული პროფესიონალების მიერ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრიორიტეტი მომხმარებელია და მის საჭიროებებზე მორგებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ასრულებენ: უმარტივესი კონდიციონერის მონტაჟიდან - ურთულეს ცენტრალურ HVAC (Heating – Ventilation – Air Conditioning) სისტემების პროექტირება-ინსტალაციამდე.

"ჩვენი პოტენციური მომხმარებელი გახლავთ ნებისმიერი ფართის კომერციული ობიექტის მფლობელი, რომელსაც სჭირდება ჰაერის ვენტილაცია, ტემპერატურის კონტროლი და ენერგოეფექტური HVAC გადაწყვეტილებები.  ეს შესაძლოა იყოს: კლინიკები, რესტორნები, სასტუმროები, ფიტნეს-დარბაზები, ოფისები, სპორტული მოედნები, სასწავლო დაწესებულებები, მაღაზიები, საწარმოები და კერძო საცხოვრებელი სახლებიც კი", - დავით ხმალაძე - CH GROUP.

CH GROUP-ის ტექნიკური დირექტორი დავით ხმალაძე განმარტავს, რომ კომპანიის კომპეტენციის სფეროა: ცენტრალური კონდიცირების და გათბობის ისეთი სისტემები, როგორიცაა VRF/VRV სისტემა, ჩილერ-ფანკოილის სისტემა, მულტიზონალური (მულტი-სპლიტ) კონდიციონერები და ვენტილაციის სისტემები.

CH GROUP მომხმარებელს სთავაზობს სრულ სერვისს: პროექტირებას, პროდუქციის შერჩევას, მიწოდებას, ინსტალაციასა და საგარანტიო მომსახურებას.  კომპანია ყურადღებით აკვირდება თავის მომხმარებლებს და ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ 2020 წლის ბოლომდე კომპანია აანონსებს სავენტილაციო ჰაერსატარების საწარმოს მშენებლობას თბილისში და Tezel-ის ბრენდის საწყობის გახსნას ისეთი პროდუქციისთვის, როგორიცაა: AHU (ჰაერის მოდინებითი დანადგარი), Rooftop (სახურავის ტიპის კონდიციონერი), (Heat Recovery Unit) რეკუპერატორი და მოდინებითი და გამწოვი ვენტილატორები (Supply/Exhaust Fan).



ვებ-გვერდი: www.chgroup.com.ge  Facebook:CH Group 

(2018 წლიდან CH GROUP გახლავთ ბრენდ Tezel-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქარველოში)

მცირე დროში CH GROUP-მა მოახერხა ბევრი ლოიალური მომხმარებლის შეძენა. პარტნიორების არასრული სია ასე გამოიყურება: “საქართველოს პარლამენტი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, „ზუმერი“, „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია“, ჰოსტელი „ფაბრიკა“, სასტუმრო „არტ-ვაინი“, „ბოლერო“, „შატო-მუხრანი“,„არტ-თაუნი“, სასტუმრო „ამარკორდი“, „ჰერცი“, სასტუმრო „ფორტუნ პალასი“, სასტუმრო „პანტომიმა“, გლდანის მომსახურების სააგენტო, „თბილისი ენერჯი“, „არქივი“
CH GROUP-ის მიზანია ბაზარზე პოზიციების გამყარება, პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდი კი მზადაა ნებისმიერი სირთულის პროექტის შესასრულებლად - მათი სლოგანია „ანდეთ კლიმატი პროფესიონალებს!“
NS