მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეჩნეთის ოფიციალური პირები ხარჯების დაზოგვის მიზნით დისტანციურ მუშაობაზე გადადიან

5dce97a3c9772
მიხეილ ხაჩიძე
15.11.19 16:16
585
ჩეჩნეთის ოფიციალური პირები დისტანციურ მუშაობაზე გადადიან.  როგორც რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო მოხელეებისთვის დისტანციური საქმიანობის  შესაძლებლობას ითვალისწინებს, უკვე შემუშავებულია და მისი დამტკიცება უახლოეს პერიოდში მოხდება.

ჩეჩნეთში იმედოვნებენ, რომ ახალი ცვლილება, ხელს შეუწყობს მაღალჩინოსნების საქმიანობის პროდუქტიულობას  და ამავე დროს, ტრანსპორტირების ხარჯებს რადიკალურად შეამცირებს.

რეგიონის ეკონომიკური, ტერიტორიული განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის, განცხადებით, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ჩეჩნეთის გარეთ ან შორეულ დასახლებებში მცხოვრები სპეციალისტები შეძლებენ სახელმწიფო სამსახურებში პოზიციების დაკავებას, ისე რომ უწყებებში სიარული აღარ მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია სპეციალისტების დისტანციური მუშაობა, სახელმწიფო ორგანოების სამართლებრივი აქტებით განისაზღვრება.