მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხ ტურისტებთან სავარაუდო შემხებლობაში მყოფ მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

5e71c6c53657b
ინგა მურუსიძე
18.03.20 11:00
985
გუდაურიდან გადმოყვანილი მოქალაქეების შემთხვევაში, რომელთაც სავარაუდო შემხებლობა ჰქონდათ კორონავირუსით დაინფიცირებულ ჩეხ ტურისტებთან, კორონავირუსი გამოირიცხა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგაბიამ განაცხადა, რამდენიმე მოქალაქე გუდაურიდან დიაგნოსტიკისთვის სწორედ მათ საავადმყოფოში მიიყვანეს და ყველა შემთხვევაში ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო.

ეზუგბაიას ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ ჩეხ ტურისტს, რომელიც გუდაურში 3-9 მარტის განმავლობაში იმყოფებოდა, თავის სამშობლოში ჩასვლის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. მან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ინფიცირების შესახებ აცნობა და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასასვენებლად გუდაურში იმყოფებოდა და მათ შორის რესტორან „მთვრალ ალუბალში“ ყველაზე მეტ დროს ატარებდა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სწორედ „მთვრალი ალუბალის“ რამდენიმე თანამშრომელი მაღალი სიცხით იყვნენ გადმოყვანილი.