მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

China Southern Airlines თბილისიდან ფრენებს იანვრიდან განაახლებს

63aaffe77eef6
მარიამ ვარადაშვილი
27.12.22 18:43
532
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს.

ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე - 2023 წლის 25 მარტამდე, კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება.

China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, კოვიდ-19 ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა. სამინისტროს ცნობითვე, პანდემიამდე [2019 წელი] ჩინეთიდან 48 071 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 50.9%-იანი მატება იყო 2018 წელთან შედარებით, ხოლო ტოპ 15 ქვეყანას შორის ჩონეთი მეთხუთმეტე ადგილზე პოზიციონირებოდა.