ბოლო პერიოდში ქართველ მომხმარებლებში თურქეთში ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება. გადამზიდი კომპანიები ამბობენ, რომ თურქეთის ბაზარმა გარკვეულწილად ჩინეთიდან გამოწერები ჩაანაცვლა. ამის მიზეზი ერთი მხრივ გაუფასურებული ლირა, ხოლო მეორე მხრივ უფრო სწრაფი და იაფი ტრანსპორტირებაა.
კომპანია „კამექსის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ამბობს, რომ თურქეთიდან ტვირთბრუნვა ყოველ თვე ორმაგდება.
„პანდემიამდე ჩინეთიდან ტრანსპორტირება 1 კგ.-ზე 6$-მდე ღირდა, პანდემიის პერიოდში კი 17$-ს აღწევდა. ამას თან ერთვოდა გადაზიდვის პერიოდის გაზრდა 1 კვირიდან 3 კვირამდე, რამაც მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ჩინეთიდან ამანათების ტრანსპორტირება გავაუქმეთ და გადავერთეთ თურქეთზე, რაც გაცილებით ნაკლები ჯდება და ჩამოტანის დროც უფრო ნაკლებია.
თურქეთიდან ამანათების ტრანსპორტირებას მზარდი ტენდენცია აქვს, ტვირთბრუნვა თითქმის ყოველ თვე ორმაგდება, რასაც ვერ ვიტყოდი ჩინეთზე. როდესაც თურქეთი დავამატეთ, 3-4 თვეში უკვე იმ წონას ამუშავებდა, რაც ჩინეთის შემთხვევაში 1 წელი დაგვჭირდა, რომ დაგვეგროვებინა. ამიტომ ვფიქრობ, თურქეთი საკმაოდ დიდი ბაზარია და ჯერ კიდევ ასათვისებელია. მინდა გითხრათ, რომ თურქეთში შესაძლებელია საკმაოდ კარგი ხარისხის პროდუქციის შეძენა გაცილებით ხელმისაწვდომ ფასად და სწრაფადაც ჩამოდის“, - განაცხადა გიგა სეთურიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება