მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ ავირჩიეთ მართვის სხვა გზა... „ლოქდაუნი“ არ იქნება გამართლებული“ - ღარიბაშვილი

60fe61da21390
ინგა მურუსიძე
26.07.21 11:22
3550
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ ეპიდემიის მართვის სხვა გზა აირჩია დაქვეყნის ჩაკეტვას ან მორიგ "ლოქდაუნს" არ აპირებს.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე მან თქვა, ეპიდემიის ეფექტიანი მართვისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს.

„ბევრი საუბარი მიდის ბოლო დროს, ხომ არ მოხდება ჩაკეტვა და ა.შ. ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის სხვა გზა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტიანად ვმართოთ ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც "ლოქდაუნი", არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, პირიქით, ეს დააზიანებს ეკონომიკას.

ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი ვალის სახით, რაც შემდეგ ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი გახდება. მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქეებო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.