მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის - სოციალური კვლევის ინსტიტუტი NCDC-ის მიმართავს

60ccb146a89b1
BM.GE
18.06.21 18:38
1646
"სოციალური კვლევების ინსტიტუტი" (ISR) - არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც 25-წლიანი გამოცდილება აქვს კვლევებსა და ანალიზში, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ღია წერილით მიმართავს.

"დღეს საქართველოში 800 000 ზრდასრული მწეველია, რაც ჯანდაცვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენ მოვიწვიეთ სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და ჯანდაცვის ექსპერტები.

ჩვენ ღია ვართ ყველა პოზიციისა და განსხვავებული შეხედულებების მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ დისკუსიაში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსაც ვიწვევთ.

შემოგვიერთდით 24-25 ივნისს, სასტუმრო რედისონის წინანდლის მამულში, ISR-ის მიერ გამართულ კონფერენციაზე “თამბაქოს ზიანის შემცირება -საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაძლებლობა თუ გამოწვევა”. აღნიშნული კონფერენცია გაიმართება „ფილიპ მორის საქართველო“-სთან თანამშრომლობით.

განვიხილოთ არსებული სირთულეები და გამოწვევები, ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზები იმ 800,000 ზრდასრული მწეველისათვის, რომლებიც აგრძელებენ მოწევას.

ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა,"- ნათქვამია ორგანიზაციის ღია წერილში. 

(NS)