მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ცივის ყველმა“ წარმოება შეამცირა - მიზეზი covid 19-ია

5f40fdeccabef
სალომე ჭიპაშვილი
22.08.20 19:50
1018
"ცივის ყველის“ საწარმომ წარმოება შეამცირა. როგორც bm.ge-ისთან საწარმოს დამფუძნებელმა გოჩა ღაღაშვილმა განაცხადა, წარმოების შემცირების მიზეზი covid 19-ია.

„სანამ კორონავირუსის პანდემია იქნებოდა, საწარმო დღეში, საშუალოდ, 3 ათას ლიტრ რძეს ამუშავებდა, გაყიდვების კლებასთან ერთად შემცირდა წარმადობაც. ამჟამად, დღეში მხოლოდ 1000 ლიტრამდე რძის გადამუშავება ხდება“, - ამბობს გოჩა ღაღაშვილი, თუმცა მისი თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საწარმოს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება.

„პირიქით, დაახლოებით, ერთი თვის წინ მცირე რაოდენობით, თუმცა ჩვენი პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და ჩინეთშიც გაიზავნა“, - აღნიშნა მან.

„ცივის ყველის“ საწარმო ამჟამად 200-მდე ნარისახეობის ყველს ამზადებს - ფასი 15-დან 40 ლარამდე მერყეობს. კომპანიის პროდუქცია საქართველოს ჰიპერმარკეტებში იყიდება. საწარმოში აცხადებენ, რომ კახეთის სასტუმროების 90% სწორედ ამ ყველით მარაგდება.

ამჟამად „ცივის ყველის“ საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული. საწარმო 2008 წელს თელავში შეიქმნა. საწყისი ინვესტიცია 50 ათას ლარი იყო.