მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CLOROX-ი აცხადებს, რომ სადეზინფექციო საშუალებებზე დეფიციტი 2021 წელსაც გაგრძელდება

5f2a883c12620
ნათია თაქთაქიშვილი
05.08.20 17:35
903
მსოფლიოს უდიდესი სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი კომპანია CLOROX-ი აცხადებს, რომ სადეზინფექციო საშუალებებზე დეფიციტი 2021 წელსაც გაგრძელდება, რაც პანდემიის გამო გადაჭარბებულად გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც Clorox-ი აცხადებს, კომპანია რომელიც სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელ ბაზარზე 45 პროცენტიანი წილით არის წარმოდგენილი, წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, მაგრამ Clorox-ის ვარაუდით, ეს საკმარისი მაინც არ იქნება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი სავარაუდოდ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და წინ ცივი შემოდგომის და ზამთრის სეზონია, კომპანიის ვარაუდით, პროდუქციაზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და სადეზინფექციო საშუალებებზე დეფიციტი 2021 წელსაც გაგრძელდება“,- განაცხადა Clorox-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენო დორერმა.

გამოცემის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიას გაყიდვები მიმდინარე კვარტლის მიხედვით 22%-ით არის გაზრდილი.