მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Colliers: თბილისის სამედიცინო უძრავი ქონების ბაზარი გაიზრდება

5d98564f624c9
მიხეილ ხაჩიძე
05.10.19 14:45
1209
უძრავი ქონების საბროკერო კომპანია Colliers International Georgia-ს კვლევის მიხედვით, თბილისის სამედიცინო უძრავი ქონების ბაზარი, სავარაუდოდ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში წელიწადში საშუალოდ 4 % -ით გაიზრდება. შედეგად კი ბაზარს 2019 წლის ბოლოსთვის 27. 674 კვადრატული მეტრის ფართი მიეწოდება.

Colliers -ს მაგალითისთვის რამდენიმე მიმდინარე მსხვილი პროექტი მოჰყავს, რომელიც ბაზრის ზრდას გამოიწვევს.

ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელიც მშენებლობის პროცესშია, ეს არის ონკოლოგიური კლინიკა ლუბლიანას ქუჩაზე. ის 22 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იქნება განლაგებული და მისი გახსნა 2022 წლისთვის არის დაგეგმილი.

კიდევ ერთი დიდი პროექტი შპს SAYALI-ის პროექტია, რომელიც ჩხეიძის ქუჩაძე მდებარეობს. პროექტი 18.000 კვადრატულ მეტრ ფართზე 2019 წლის განმავლობაში უნდა გაშენდეს. ჰოსპიტალი ტრავმატოლოგიაზე, ასევე ნეიროქირურგიასა და კარდიოლოგიაზე იქნება სპეციალიზებული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ლეჩკომბინატი N1, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს. ყოფილი ლეჩკომბინატის შენობაში კლინიკის სამშენებლო სამუშაოები 2021 წლამდე უნდა დასრულდეს.