მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19-ის გამო, ახმეტის, ჩოხატაურის და გორის რიგ სოფლებში შეზღუდვები დაწესდა

5f5f486feb99c
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.20 14:41
970
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახმეტის, ჩოხატაურის და გორის რიგ სოფლებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან და გორის მუნიციპალიტეტში ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები, კერძოდ, ამ სოფლებში ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს.

ასევე, აღნიშნული მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში  სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში 1 ოქტომბრამდე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.