მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის ტესტი სახლში გამოძახებით - Glovo-მ ახალი სერვისი დაამატა

6062e938914c4
BM.GE
30.03.21 13:00
17305
ჩვენი საშუალებით COVID-19 ტესტების სახლში გამოძახებაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

"მსოფლიო წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo უკვე ორ წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს. კომპანია გამუდმებით სთავაზობს მომხმარებელს დროულ და საჭირო მომსახურებას. ამჯერად, Glovo-ს აპლიკაციის საშუალებით, კოვიდ ტესტების შეკვეთა და ლაბორატორიული მომსახურების სახლში მიღებაა შესაძლებელი", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

კომპანიის ინფორმაციითვე, აღნიშნული სიახლე მსოფლიოს ოთხ ქვეყანას - იტალიას, პორტუგალის, რუმინეთსა და საქართველოს ბაზარს მოიცავს. რამდენიმე კვირის განმავლობაში, Glovo-ს ახალი მომსახურებით უკვე 2 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

ქართულ ბაზარზე ტექნოლოგიური კომპანია covtest.ge-სთან თანამშრომლობს. ეს არის ტესტირების ინოვაციური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, ტესტირების ჩატარება ადგილზე ხორციელდება ყველა რეგულაციის დაცვით. სერვისით სარგებლობა ტესტირების პროცესებს უფრო სწრაფს, ეფექტურობასა და უსაფრთხოს ხდის.

GlovoApp-ის ფარმაცევტული პროდუქციის განყოფილებას უკვე დაემატა პლატფორმა covtest.ge.

• მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეუკვეთოს პლატფორმაზე არსებული სასურველი ტესტი: PCR ან სწრაფი ტესტი.

• ამის შემდეგ, ინფორმაციის დასადასტურებლად მას დაუკავშირდება covtest.ge-ის წარმომადგენელი.

• იმავე დღეს, მომხარებლის მოთხოვნის შესაბამისად, სახლში მივა ლაბორატორია. სამედიცინო პერსონალი სახლიდან გაუსვლელად გაუკეთებს სასურველ ტესტს.

• PCR ტესტის პასუხი ცნობილი 24 საათში იქნება, ხოლო სწრაფი ტექსტის - 10 წუთში.

Glovo, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ოპერირებს, გამუდმებით ზრუნავს მომხმარებლების საჭიროებებზე და მათ დროულ, მოთხოვნად მომსახურებებს სთავაზობს.
(R)