23.სექტემბერი .2020 23:50

COVID-19-ზე საქართველოში ამჟამად 2 441 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის კოვიდ-სასტუმროებში 640 პაციენტია

views 317
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 23 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 441 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დროისთვის COVID-19 სულ 1 649 პაციენტმა დაამარცხა, რაც ინფიცირებულების 40%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 577 169 ტესტია ჩატარებული. პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 571 486-ია.

NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 155 282-ია.

23 სექტემბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 25 პაციენტი იმსხვერპლა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 390 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.გარდა ამისა, სტატისტიკას დაემატა კოვიდ სასტუმროებში სამკურნალოდ მყოფი პირების სტატისტიკაც, რომელიც 23 სექტემბრის მდგომარეობით 640-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა