მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

covid-სასტუმროს მოდელი თავის არსებობას აღარ ამართლებს - გაბუნიას განმარტება

6214a87958036
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.22 13:16
625
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე covid-სასტუმროების მოდელი გარკვეულწილად თავის არსებობას აღარ ამართლებს, შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 1-ელი მარტიდან covid-სასტუმროები გაუქმდეს აქედან მომდინარეობს.

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის ჰოსპიტალური სექტორის მძიმე შემთხვევების მართვისთვის საკმარისია.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირების 150-200 ათასამდე აქტიური შემთხვევა იყო, აქედან 3 000-მდე პირი სარგებლობდა სასტუმროთი, რაც ძალიან მცირე პროცენტია იმ მოსახლეობის, ვინც დღეს აქტიურად იმართებოდა ბინაზე. აქედან გამომდინარე და "ომიკრონის" პირობებში ძალიან მოკლე საინკუბაციო პერიოდის გათვალისწინებით, პრაქტიკულად, როგორც ეფექტიანობის, ასევე ხარჯთეფექტიანობის და თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით, covid-სასტუმროების მოდელი გარკვეულწილად აღარ ამართლებს თავის არსებობას. ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და 1-ელი მარტიდან მოიხსნება შეზღუდვა და დასრულდება საიზოლაციო პერიოდი მათთვის, ვინც იქ იმყოფება. ეს მოდელი შეიცვლება და ჩვენ სრულად სათემო მოვლაზე გადავალთ, რაც ბევრი ქვეყნისთვის დღეს მისაღები მოდელია. საქართველოში covid-სასტუმროების ამგვარი ინტენსიური გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო დელტა შტამის დროს და გასული წლის ნოემბერ-დეკემბერშიც, თუმცა ამ ეტაპზე საწოლფონდიც საკმარისია, რომ შემთხვევების მართვა ჰოსპიტალურ სეqტორში მოხდეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები