მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-სტატისტიკა/27 ოქტომბერი: საქართველოში 482 მძიმე პაციენტია

5f97d1d3182f3
თელარა გელანტია
27.10.20 11:51
1248
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე 27 ოქტომბრის covid-სტატისტიკაზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, დადასტურდა ინფიცირების 1824 შემთხვევა და ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 19 231 მოქალაქეს აქვს. ვირუსი დაამარცხა 1262-მა პაციენტმა, სულ - 12 632-მა. Covid-19-მა იმსხვერპლა 23 ადამიანი, სულ - 238 პაციენტი.

23 გარდაცვლილის covid-გეგოგრაფია

“სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვყავს 23 გარდაცვლილი, მათ შორის თბილისში - 9 ადამიანი, აჭარაში - 8, იმერეთში - 2, შიდა ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

1824 ინფიცირებულის covid-გეოგრაფია

„დღეს გამოვლენილი 1 824 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა, აჭარა - 545, იმერეთი - 305, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 56, გურია - 24, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 63, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი -22, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რამდენი მძიმე covid-პაციენტია საქართველოში?

„3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 958, აჭარაში - 654; მძიმე პაციენტი - 482, მათ შორის, თბილისში - 238, აჭარაში - 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 105 პირი - მათ შორის, თბილისში - 61, აჭარაში - 23. 2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 186 - აჭარაში, ხოლო 786 - თბილისში”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რამდენი მოქალაქე მკურნალობს ბინაზე?

“13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 752, აჭარაში - 1 926“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რამდენი ადამიანია თვითიზოლაციაში?

“დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი, საიდანაც თბილისში - 3 224 პირი, აჭარაში - 11 017, იმერეთში - 4 195”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სულ 6-26 ოქტომბრის პერიოდში საზღვრიდან გადაყვანილია 8 918 პირი.