მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 მაისს ამლევი-ორბეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

6093c07151c49
ინგა მურუსიძე
06.05.21 18:20
671
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ27-ორბეთის (ამლევი-ორბეთი) საავტომობილო გზის კმ2-კმ8 მონაკვეთზე „ა.(ა)ი.პ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 8 მაისს, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

როგორც bm.ge-ს გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.