გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ქმედებებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შედეგად, ვირუსის გავრცელების ზრდას არ დავუშვებთ და დავასტაბილურებთ ვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკით მწვანე ზონა 3%-მდე მაჩვენებლით განისაზღვრება, საქართველო კი ამ ეტაპზე თავს უფლებას აძლევს რეგულაციები არ იყოს ისეთი მკაცრი, როგორც ევროპაშია.
„როდესაც მივაღწევთ მწვანე სტატუსის მაჩვენებლებს, დამერწმუნეთ ყველას გვექნება საშუალება ისევ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ ვითარებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება რეგულარული ფრენების აღდგენას, ვიცე-პრემიერის თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ პირველი თებერვლიდან პანდემიამდე არსებული ყველა რეისი და სიხშირე აღდგება.
„ბოლო კვლევებით, მსოფლიოში, დაახლოებით 63 -70%-ით არის შემცირებული ტურისტული ნაკადები. საქართველოს შემთხვევაში, ამას არა მხოლოდ ჩვენი, არამედ იმ ქვეყნების ეპიდემიოლოგიური ფონი განსაზღვრავს, საიდანაც ჩამოდის ტურისტი. შესაბამისად, დავინახავთ რეისების ეტაპობრივ მატებას, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. ზაფხულის და ზამთრის პერიოდებშიც ჩვენ გვქონდა ტრადიციული ბაზრები ბათუმისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს ბაზრები აღდგება და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?