შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით BMG-სთან განმარტებას აკეთებს. ბანკი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკი მასზე “პოლიტიკურ ზეწოლას” ახორციელებს არის სრულიად უსაფუძვლო. პასუხში ასევე, ნათქვამია, რომ შეფერხებებს არ ჰქონია ადგილი.
ამასთანავე, ბანკი აღნიშნავს, რომ მათ გასაჩივრებული აქვთ ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც ივანიშვილის სასარგებლოდ $500 მილიონზე დიდი კომპენსაცია დაეკისრათ.
“ნებისმიერი ბრალდება, რომ Credit Suisse-ი ახორციელებს “პოლიტიკურ ზეწოლას", არის სრულიად უსაფუძვლო.
არ ყოფილა არანაირი შეფერხებები.
გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს განცხადებას, ბერმუდის სასამართლოს მიერ მიღებულ ვერდიქტთან დაკავშირებით. განაჩენი არ არის საბოლოო, რადგანაც ჩვენ ის გავასაჩივრეთ", - ნათქვამია ბანკის წერილობით პასუხში.
რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR სააგენტომ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, Credit Suisse-მა მის ტრასტს საბანკო გადარიცხვები შეუყოვნა. განცხადებიდან ირკვევა, რომ ივანიშვილმა ბანკს დისკიმინაციისა და პოლიტიკური ზეწოლისთვის უჩივლა.
გუშინ ივანიშვილის ადვოკატმაც, ვიქტორ ყიფიანმაც გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ისგან პრობლემები შეექმნა არამხოლოდ ფულად გადარიცხვებში, არამედ ხელოვნების ნიმუშების გადაადგილების პროცესშიც. საუბარია ბანკის მხრიდან ივანიშვილის ტრასტისთვის მომსახურების გაწევის უგულვებელყოფაზე და შეყოვნებაზე.
"თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა. მეტიც დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა", - ნათქვამია განცხადებაში.
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას