მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავებულია 1989 წელს დაბადებული პირი – შსს-ი "ემ ბი სის" ფილიალზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

5fb81792a22ef
თამთა ჯიჯავაძე
20.11.20 23:17
805
შინაგან საქმეთა სამინისტრო წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული პირი ლ.ზ.

"თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში, დღის მეორე ნახევარში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს", – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.