დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოისმინეს საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია, რის შემდეგაც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების (KGEU) გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა კომიტეტის წევრებს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.
„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მისიაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. ამ შემთხვევაში ჩვენი როლია იმ საკითხების ცოდნა და აქტუალიზაცია, რომელშიც არის განვითარების პერსპექტივები და ამ განვითარების პერსპექტივებს რა გამოწვევები აქვს, რომლებიც ხელს უშლის სრულყოფილად შესაძლებლობების ათვისებაში. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ კვლევებს სტატისტიკურ ინფორმაციასთან მიმართებაში, თუ რა მიმართულებებით გვაქვს განვითარება და რა მიმართულებით არსებობს უარყოფითი დინამიკა. დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს, როგორც საკანონმდებლო და მაკონტროლებელ ორგანოს, გავაცანით ეს ინფორმაცია, გავუზიარეთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული პერსპექტიული მიმართულებები და იმედი გვაქვს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან წარმოვადგინეთ, კომიტეტის დახმარებით იქნება მიტანილი საჯარო და კერძო სექტორებამდე, რათა მოხდეს კოორდინირებული მუშაობა ამ პოტენციალის ათვისებისთვის“, - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა.
შეხვედრა შეაჯამა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, „საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს ტრადიციული ისტორია აქვს. დღევანდელ დღეს კიდევ უფრო გაიზარდა მათი მნიშვნელობა, რადგან რეგიონში არსებულმა მდგომარეობამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა შუა დერეფნის განვითარებას, ამიტომ მნიშვნელოვანია შეთანხმებულად და კოორდინირებულად მოხდეს ამ დერეფნის განვითარება, რადგან მაქსიმალურად იყოს ათვისებული ის პოტენციალი, რაც ამ დერეფანს გააჩნია და მეორე, ხარისხობრივად სხვა საფეხურზე გადავიდეს ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობები. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბიზნესგაერთიანების ჩართულობა, მნიშვნელოვანია აქტიურობა როგორც კერძო სექტორის, ასევე ჩვენი კოლეგების მხრიდანაც, რომ მაქსიმალური კოორდინაციით შევძლოთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ