მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმების ინდექსი: BAG-ის წევრი კომპანიების 32% დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავს

6336e814a3d89
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.22 17:32
606
BAG ინდექსის დასაქმების ბარომეტრი ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა, სადაც BAG ინდექსის მესამე კვარტლის მთავარი აქცენტები გააჟღერა.

სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ დასაქმების კუთხით ყველაზე მეტად პოზიტიური მოლოდინები დეველოპერულ სექტორშია.

“BAG ინდექსით დასაქმების ბარომეტრი ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, ანუ კომპანიების დაახლეობით 32% ფიქრობს, რომ წლის ბოლომდე დასაქმებულთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის და ამ მხრივ ძალიან პოზიტიური განწყობებია. დასაქმების ნაწილში ზრდის პროგნოზით განსაკუთრებით დეველოპერული სექტორი გამოირჩევა. დარგში მოღვაწე კომპანიების 50% პროგნოზირებს, რომ 2022 წლის ბოლომდე დასაქმებული ადამიანების რაოდენობას გაზრდიან. ამასთან, ძალიან ბევრი დეველოპერული კომპანია საუბრობს იმაზე, რომ მუშახელის დეფიციტია და ამ საკითხის გადაწყვეტაზე ასოციაციაში ვფიქრობთ და ვმუშაობთ“, - ამბობს ფხაკაძე.

მისივე ინფორმაციით, IV კვარტალში ბიზნესს ეკონომიკის ყველა დარგში გაყიდვების ზრდის მოლოდინი აქვს, რაც ბიზნესის წარმოებისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.

„მეოთხე კვარტალში ყველა სექტორში ვარაუდობენ, რომ გაყიდვები გაეზრდებათ. განსაკუთრებით პოზიტიური ამ მხრივ მოლოდინები ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორში მოღვაწე კომპანიებში, სადაც ამბობენ რომ მათი გაყიდვები ხელშესახებად გაიზრდება”, - თქვა BAG-ის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები