მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მონიტორინგის პირველი ეტაპი დასრულდა

5e9703b548b02
BM.GE
15.04.20 16:50
837
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველ ეტაპზე, 2520 მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, მონიტორინგის სისტემები სოფლების შესასვლელებში, მიტოვებული შენობების მიმდებარედ და ტყისპირა ზოლებში განათავსეს.

აღნიშნული სადგურების მეშვეობით ხდება მავნებლის იდენტიფიკაცია და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ფერმერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კოორდინირებულ მუშაობას დისტანციურად აგრძელებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge