მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით იაკობაშვილმა რუსული AFK Sistema-ს დირექტორთა საბჭო დატოვა

626a35ff179f3
გიორგი თოლორდავა
28.04.22 10:42
1100
ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა რუსული საფინანსო კონგლომერატის, AFK Sistema-ს დირექტორთა საბჭო დატოვა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ბელოვამ.

კომპანიის ცნობით, იაკობაშვილმა და ბელოვამ თანამდებობები საკუთარი ნებით დატოვეს. Sistema-ს დირექტორთა საბჭოს ახალ წევრებს აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე აირჩევენ, რომელიც მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი.

AFK Sistema მოსკოვში 1993 წელს დაფუძნდა, მისი აქტივების საერთო მოცულობა დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის 70,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს. კომპანია საბანკო-საფინანსო, სატელეკომუნიკაციო, ტექნოლოგიურ, უძრავი ქონების, მედიის, ტურიზმისა და სამედიცინო სერვისების ბაზრებზეა წარმოდგენილი. Sistema-ს უმსხვილესი აქციონერი რუსი ბიზნესმენი ვალიმირ ევტუშენკოვია.

13 აპრილს ევტუშენკოვი დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდა. სანქციების დაწესებიდან რამდენიმე საათში ევტუშენკოვმა Sistema-ს 10%-იანი წილი საკუთარ ვაჟს, ფელიქს ევტუშენკოვს გადასცა, კომპანიაში საკუთარი აქციების წილი კი 49.2%-მდე შეამცირა.