მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაწესდება თუ არა არჩევნების შემდეგ ახალი შეზღუდვები? - იმნაძის განმარტება

614a23425219c
თათია ჩაფიჩაძე
22.09.21 00:00
2442
„ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი სიტუაცია იქნება ქვეყანაში პირველ რიგში აცრების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია სისტემის გამძლეობა“, - ასე უპასუხა პაატა იმნაძემ ოქტომბრის ბოლოდან მოსალოდნელი შეზღუდვების დაწესების თემაზე დასმულ კითხვას. Bm.ge-თან საუბრისას იმნაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს, თუმცა მდგომარეობის დამძიმება შესაძლოა არჩევნების შემდგომ პერიოდში დაიწყოს.

„გასული არჩევნების ჩატარება უსაფრთხოების თვალსაზრისით აღიარებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რასაც ვერ გეტყვით არჩევნების შემდგომ და ვერც არჩევნების წინა პერიოდზე. ახლა მე, რასაც მეუბნებიან ძირითადად ყველა მონაწილე სუბიექტი კარგად იცავს შეხვედრების დროს წესებს, არჩევნებიც უსაფრთხო გარემოში ჩატარდება. მაგრამ მერე რა იქნება ნამდვილად არ ვიცი. ასე რომ ნებისმიერი აქტივობა, მობილობა, შესაძლოა იყოს იმის განმაპირობებელი, რომ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ ჩვენი პროგნოზი ოქტომბრისთვის დამაიმედებელია. მერე როცა აცივდება სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ამ ვირუსს ახასიათებს ე.წ. ტალღოვანი მიმდინარეობა და აქ მთავარი იქნება რამდენი აცრილი გვეყოლება იმ პერიოდში. ისრაელში ჩვენზე ორჯერ მეტია ავადობა 100 ათას მოსახლეზე, მაგრამ მსხვერპლი აღარ არის იმიტომ რომ აცრილები არიან, ამაზე იქნება დამოკიდებული.

ჩემი აზრი ასეთია, შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს მაშინ, როცა სამედიცინო სექტორის გადატვირთვა იმის საფრთხეს ქმნის, რომ დაიღუპება არა მარტო კოვიდიანი ავადმყოფები, არამედ ისინიც, ვისაც ვერ გაუწევ დახმარებას, ვინაიდან სისტემა სრულად კოვიდზე იქნება გადართული", - განმარტავს პაატა იმნაძე.