რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მთავრობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესაბამისად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მეტ ფინანსურ რესურსს დაუტოვებს.
მისივე თქმით, კანონპროექტით, ცვლილებების ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის 1 იანვრიდან და შედეგად, მუნიციპალიტეტის შემოსულობები მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვიდან, ეტაპობრივად გაიზრდება.
იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებისა და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა ქონებიდან დამატებითი შემოსავალი მიიღონ, რომელიც მათ ტერიტორიაზეა, კოდექსში შემდეგი სახის ცვლილებები იქნება: სახელმწიფო მიწის იჯარაში და მართვაში გადაცემიდან 15 პროცენტული ერთეულით გაიზრდება ბიუჯეტებს შორის გადანაწილება (ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ) და შესაბამისად, დღეს არსებული გადანაწილების (65/35-ზე) ნაცვლად 2023 წელს იქნება – 60/40 -ზე; ხოლო 2024 წელს – 50/50-ზე.
"2024 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან 25 პროცენტული ერთეულით გაიზრდება ბიუჯეტებს შორის გადანაწილება და შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლის უკვე 90% დარჩება, ნაცვლად არსებული 65%-სა. ასევე, 2024 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვებიდან 10%-იანი მატება იქნება კვლავ მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი გახდება უკვე 60%, ნაცვლად არსებული 50%-ისა. ასევე, 2024 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივები, შენობა-ნაგებობები და არასასოფლო მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გაყიდვიდან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ მიემართება დამატებით 5%, რომელიც ნაცვლად 35%-ისა უკვე 40% გახდება. ეს არის ის წარმატებული პრაქტიკა, რაც ჩვენ დეცენტრალიზაციის სტრატეგიით უკვე გვაქვს განსაზღვრული და გეგმაზომიერად ვახორციელებთ“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული ორი წელი, დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებასთან მიმართებაში, წარმატებული იყო. ცვლილებების პროექტიც ბიუჯეტის კანონში იმ ქმედითი ქმედითი ინიციატივების ნაწილია, რომლებიც განსაზღვრულია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებების გაზრდისათვის, ისე მათი ფინანსური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობისათვის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო