მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში წლიური ინფლაცია 13.9%-მდე გაიზარდა - საქსტატი

61d29bb94997b
თელარა გელანტია
03.01.22 11:00
933
2021 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 13.9%-მდე გაიზარდა. როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ფასები 0.3%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.01 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (24.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (20.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.8 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (10.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის
პროდუქტები (10.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.1 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც 2.24 პროცენტული პუნქტით  აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24.9 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 43.5 პროცენტიანი მატება, რაც 3.64 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (64.7 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (64.4 პროცენტი), საცხოვრებლის
მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1 პროცენტი).