მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

5cb88ac3855f1
მარიამ ადამია
19.04.19 00:10
2160
ქართულ ბაზარზე პირველი ქართული ბუქინგ პლატფორმა - Delloway გამოჩნდა.

Delloway არის სტარტაპი, რომელიც განსხვავებული ბიზნეს მოდელით დააკავშირებს სახლის მეპატრონეებსა და დამქირავებლებს.

კომპანია პრემიუმ კლასის სახლების მეპატრონეებთან თანამშრომლობს და მათ უძრავი ქონების მენეჯმენტის მომსახურებას უწევს.

Bm.ge-ისთან საუბრისას სტარტაპის დამფუძნებელმა ნატა ქავთარაძემ განაცხადა, რომ კომპანიის სერვისი გულისხმობს გასაქირავებელი სახლის როგორც - შიდა პლატფორმაზე (www.Delloway.com ), ასევე Airbnb-ზე განთავსებას და სხვა ქართულ თუ უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობას.

„საქართველოში არ გვხვდება ანალოგიური სერვისის მქონე არცერთი კომპანია, შესაბამისად, Delloway-ს დაფუძნების დღიდან მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვერგოთ ქართული ბაზრის სპეციფიურ საჭიროებებსა და მოთხოვნებს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი პლატფორმა, რომელიც საინტერესო და ხელსაყრელი იქნება როგორც ბინის მფლობელისთვის, ასევე - სტუმრებისთვის. მომხმარებლებს კი, ვთავაზობთ ქართულ ბაზარზე ყველაზე მარტივ გზას, დაჯავშნონ სასურველი სახლი 1 წუთში სახლიდან გაუსვლელად ყოველგვარი ზარებისა და მიმოწერის გარეშე, ონლაინ გადახდის გზით,“ - აღნიშნა სტარტაპის პიარ მენეჯერმა გვანცა არევაძემ.

მომხმარებელთა მაქსიმალური კმაყოფილების მისაღწევად, Delloway სტუმრებს დახვედრა-გაცილების, გასაღების მიწოდების, დასუფთავების და მთლიანი ვიზიტის განმავლობაში უწყვეტ კომუნიკაციას სთავაზობს. სერვისი მორგებულია როგორც ლოკალურ მომხმარებლებზე, ასევე - ტურისტებზე.