2017 წელს სემეკის მიერ სამი წლით დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს ვადა წელს ეწურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ახალი ტარიფები უნდა დადგინდეს. გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია და რამდენით? - ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც კიდევ ერთი დამატებითი კითხვა მოჰყვება - თუ გაძვირდება დენის ტარიფი, რამდენით? ენერგეტიკოსები უფრო მეტად ტარიფის ზრდას პროგნოზირებენ.
ამასთან, Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ წელს სემეკმა სამომხმარებლო ტარიფი არა - 3 წლით, არამედ 1 წლით დაადგინოს, რაც თავის მხრივ, ტარიფის ზრდის დიაპაზონზეც აისახება. საქმე იმაშია, რომ „ენერგეტიკის და წყალმომარაგების" შესახებ კანონის თანახმად, რომელიც დარგის მთლიანი რეფორმის პროცესს მოიცავს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბაზრის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად საქართველოს მთავრობას დროებით აქვს უფლება, განსაზღვროს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც მომხმარებელთა შესაბამის კატეგორიას უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებით მანამ, სანამ ისინი თავისუფალ ბაზარზე შეძლებენ მიმწოდებლის არჩევას.
“დენის ტარიფი ისევ საშუალოვადიან, სამწლიან პერიოდზე დადგინდება”, - ასე პასუხობს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის პროგნოზს. სემეკის თავჯდომარე ამტკიცებს, რომ ახალი ტარიფი, რომელიც 2020 წლის ბოლომდე დადგინდება, ისევ ძველებურად 3-წლიანი პერიოდით შევა ძალაში.
“ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ დენის ტარიფი დადგინდება საშუალოვადიან პერიოდზე, ეს არის სამწლიანი პერიოდი, ვინაიდან სამწლიანი პერიოდისთვის ჩვენ შეგვიძლია განაწილების ტარიფი დავადგინოთ იმიტომ რომ ქსელური კომპონენტია. რაც შეეხება მიწოდების კომპონენტს, ამ შემთხვევაშიც მისი დადგენა მოხდება ისეთნაირად რომ შემდგომი ცვლილება არ იყოს საჭირო მას შემდეგ, რაც 6 თვის თავზე ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მსხვილი მომხმარებლები გამანაწილებელი ქსელიდან გადაერთვებიან ბაზარზე და შეიძენენ ელექტროენერგიას. შესაბამისად, დგინდება ასევე ის კრიტერიუმები იმ კომპანიებისა, რომლებიც მომავალში ივაჭრებენ ბაზარზე, ხოლო სხვა დანარჩენი მცირე და საშუალო ბიზნესი და მოსახლეობა ჩვეულებრივ ტრადიციულად დარჩება ჩვენს მიერ დადგენილ ტარიფზე", - ამბობს სემეკის თავჯდომარე დავით ნარმანია.
ენერგეტიკოსები ვარაუდობენ, რომ კონკრეტული ფაქტორების გამო, შესაძლოა, 2021 წლიდან დენის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდოს. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია კი ამბობს, დენის ტარიფზე როგორც მერყევი ლარის კურსის ფაქტორი იმოქმედებს, ისე თავად პანდემიაც. ნარმანია ამ ეტაპზე წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ კალკულაცია, რომელიც დეკემბრის ბოლომდე გაკეთდება ზუსტი სურათის დანახვის საშუალებას მოგვცემს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოუვა დენის ტარიფს.
“აღნიშნული დოკუმენტაციის რევიზია მიმდინარეობს, კომპანიების ფინანსური მაჩვენებლებისა, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში დავასრულებთ. დამტკიცებულია მათი საინვესტიციო გეგმები, ასევე დავამტკიცეთ მათი ქსელის დანაკარგები. ეს ის ძირითადი დანაკარგებია, რომლებიც ვალუტის კურსთან და სხვა ფაქტორებთან ერთად ელექტროენერგიის ტარიფის გაანგარიშებაში იღებს მონაწილეობას. ხარჯების აუდიტი დასრულდება, რის შემდეგად ჩვენ შევძლებთ იმასაც, რომ კანონმდებლობით დამტკიცებულ ფორმულაში ჩავსვათ ყველა ფინანსური და ეკონომიკური პარამეტრი და ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება ვთქვათ ის, თუ რა მოუვა მოსახლეობისთვის და კომერციული სექტორისთვის სამომხმარებლო დენის ტარიფს. ტარიფი ზეწოლას განიცდის, როგორც ვალუტის კურსის გაუფასურების ნაწილში, ასევე პანდემიიდან გამომდინარე მოხმარების შემცირების ნაწილში. არის ასევე სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მოქმედებს ტარიფზე, ზოგიერთი დადებითად, ზოგიერთი კი უარყოფითად. ყველა პარამეტრის შეჯერების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ რა იქნება დენის ტერიფი.”
დენის ახალ ტარიფს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 2020 წლის ბოლომდე დაადგენს და ის ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა