მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი კონკრეტულ ადამიანს არ ეხება და ვერც შეეხება - ევროკომისარი

6373723a29786
ინგა მურუსიძე
15.11.22 15:21
592
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი კონკრეტულ ადამიანს არ ეხება და ვერც შეეხება, - ასე უპასუხა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობას და არა ცუდი ან კარგი ოლიგარქების გამოყოფას.

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე კი მან უპასუხა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკის შესახებ ბევრი არ იცის.

„მე ის ვიცი, რომ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები გაწერილი. არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება და ვერც შეიძლება ეხებოდეს კრიტერიუმები, ეს არის ჩარჩო-სისტემა. საკანონმდებლო ჩარჩო იქნება, თუ გარემო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება ამ მიმართულებით. ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, ექნება წვდომა შეზღუდვების გარეშე მედიაზე, რაც შეეხება კანონს ოლიგარქების შესახებ - ეს არ იქნება ჩვენი არჩევანი, ევროკავშირი არ აარჩევს რომელია ცუდი ოლიგარქი და რომელია - კარგი.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე, თავისი თავის სასიკეთოდ, ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც საბოლოო ჯამში თავისი თავის სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არ უკავშირდება რომელიმე ადამიანს, სწორედ ამიტომ, როცა საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. ასევე, ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს ეს კანონპროექტი და ვნახოთ რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე ქვეყანას, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში“, - განაცხადა ევროკომისარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები