მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია

5fb3f495ea66d
თამთა ჯიჯავაძე
17.11.20 20:03
757
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ. პომპეო მეუღლესთან ერთად უკვე გაემგზავრა სასტუმროსკენ.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.