პარლამენტში გრძელდება "საზღვაო კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვა, რომელიც საქართველოში მოქმედი პორტების ოპერატორებს, პორტში შესასვლელი არხების დაღრმავებას და ამ არხების მოვლა-პატრონობას ავალდებულებს. ამავე კანონით ახლებურად რეგულირდება პორტის ოპერატორებს - "სანავსადგურე ერთეულებს" – შორის ურთიერთობა და ერთ ოპერატორს მეორე ოპერატორისთვის განკუთვნილი გემების გატარებაზე საკომისიოს დაწესება ეკრძალება.
BMG კანონპროექტის თანაავტორს, ქართული ოცნების დეპუტატ ეკა სეფაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ინიციატივა ფოთის პორტში მოღვაწე კომპანიების - APM Terminals-სა და Pace ჯგუფს შორის უთანხმოების კანონის გზით დარეგულირებისთვის მომზადდა.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, კომპანიებს შორის უთანხმოება სწორედ პორტში შემომავალი გემებიდან საკომისიოს აღებას და პორტის არხის მოვლა-პატრონობას შეეხება.
“წარმოიშვა გარკვეული სირთულეები, რის გამოც საჭირო გახდა, რომ სანავსადგურე ერთეულებს შექმნოდათ თანაბარი პირობები. ამის თაობაზე მიმდინარეობდა საუბარი და კონსულტაციები ბიზნესუბიექტებთან და ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო მოულოდნელობა მათთვის. მათ არ ჰქონდათ კონკრეტული მუხლები გადაგზავნილი, მაგრამ მათ ახლა აქვთ ამის შესაძლებლობა. მოვუწოდეთ, რომ თითოეულ მუხლთან წამოაყენონ არგუმენტები და შეფასებები. ამის გამო ჩვენ დღეს სესიაზე არ გავიტანეთ ეს საკითხი. რადგან კომპანიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ საკუთარი პოზიციები.
სანავსადგურე ერთეულებს შორის იყო გარკვეული სახის უთანხმოება მოვლა-პატრონობის და შემომავალი გემებიდან მოსაკრებლის აღების ვალდებულებასა და უფლებებს შორის. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი და გაუგებრობა. ამის შემდეგ დაიწყო კანონპროექტზე მუშაობა, რომ ეს საკითხი დარეგულირებულიყო. სწორედ ეს დაზღვევის მექანიზმი დევს კანონში – მათ, სანავსადგურე ერთეულებს, ევალებათ, რომ მოილაპარაკონ და თავად გააკეთონ და გააფორმონ ხელშეკრულება. თუ ამას ვერ გააკეთებენ, მაშინ უკვე სახელმწიფოს ეძლევა ამის უფლება და მაშინ სახელმწიფოს შეეძლება მოსაკრებლების მიღება გემებიდან.
ამ საკითხებზე იყო დავა. ამიტომ არის ცვლილებების სახით შემოთავაზებული(კანონპროექტი), რადგან ამაზე ვერ თანხმდებოდნენ: შემომავალი არხის დაღრმავება და მოვლა-პატრონობა და შემომავალი გემებიდან საკომისიო მოსაკრებლის აღება.
PACE-ს აქვს ინტერესი, მონაწილეობა მიიღოს დაღრმავების სამუშაოებში და იმაში, რომ შემომავალი გემებიდან საფასური თავად აიღოს. კანონში გარკვევით წერია, რომ ეს საფასურის გადახდა მოხდება გემების წყალწყვის პროპორციულად, ანუ გემების პროპორციულად.
მე ვლობირებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც უკავშირდება სატრანზიტო როლის შესრულებას. კანონში ისეთი ჩანაწერია, რომ ხვალ და ზეგ ახალი სანავსადგურე ერთეულები რომ გაგვიჩნდეს, მათ შორისაც უნდა იყოს მოგვარებული ურთიერთობა. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენციის პირობები.
ბათუმის პორტში არ არის დავა, მაგრამ იქაც თუ წარმოიშვა მეორე სანავსადგურე ერთეული, იქაც ასევე დარეგულირდება.
სახელმწიფოს მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევას არ აქვს ადგილი,”- აცხადებს ეკა სეფაშვილი.
APM Terminals-მა ფოთის პორტი 2011 წელს შეიძინა და მისი მთავარი ოპერატორი გახდა, პორტის ტერიტორიაზე ოპერირებს ქართული სატრანსპორტო ჯგუფი Pace-ი, რომელიც APM-ს ნამვისადგომით სარგებლობისთვის იჯარას უხდის. კომპანიამ 2022 წლის თებერვალში ახალი ტერმინალიც გახსნა, რის შედეგადაც მას კანონი ოფიციალურად ანიჭებს “სანავსადგურე ერთეულის” სტატუსს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი