მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან საქართველოში შეზღუდვების ნაწილი იხსნება

603bb6a119350
BM.GE
01.03.21 09:00
1280
დღეიდან საქართველოში შეზღუდვების ნაწილი იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო.

რაც შეეხება შეზღუდვებს, რომლებიც დღეიდან მსუბუქდება:

– ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, თუმცა, შაბათ-კვირას შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

– კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება
– სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ; 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

– უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან;

– მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ;

– იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით დღეიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.