მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, საქართველო-თურქეთის ენერგეტიკის სექტორული ბიზნესფორუმი იმართება

5dde72bc70dff
თელარა გელანტია
28.11.19 09:00
1033
დღეს, 10:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისში“ საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიხსნება.

ფორუმის მიზანია, მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო პარტნიორობის დამყარება.

დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორიდან 11 თურქული კომპანია ეწვია.
ფორუმს სფეროთი დაინტერესებული ადგილობრივი მეწარმეები დაესწრებიან და ორმხრივ (B2B) შეხვედრებს გამართავენ.

„შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დამწყებ მეწარმეებს. ადგილობრივი სტარტაპების წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ პროდუქტსა თუ მომსახურებას პრეზენტაციებისა და ნეთვორქინგის საშუალებით შესთავაზებენ მათთვის რელევანტურ, ბაზარზე პოზიციონირებულ ქართულ და უცხოურ კომპანიებს. ამრიგად, ღონისძიების მონაწილე სამ მხარეს - ქართველი გამოცდილი მეწარმეებს, სტარტაპებსა და თურქული კომპანიებს, საშუალება ექნებათ კონკრეტული ბიზნეს წინადადებები შესთავაზონ ერთმანეთს და დასახონ ურთიერთთანამშრომლობის გეგმები“, - აცხადებენ ასოციაციაში.