მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაა - ღონისძიების დღის წესრიგი

5f60f78294002
თელარა გელანტია
16.09.20 09:15
1513
დღეს, თბილისში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა იმართება. 10:00-ზე ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და UNWTO-ის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახსნიან, რომლის შემდეგ საბჭოს სხდომა გაიმართება.

როგორც bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორისაა ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. „ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში გაირკვევა”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

შეგახსენებთ: საქართველოში UNWTO - ის მაღალი რანგის შეხვედრის გამართვა ჯერ კიდევ პანდემიამდე გადაწყდა. UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.

ცნობისთვის: დღეს საბჭოს სხდომა იმართება. უფრო დატვირთულია 17 სექტემბრის დღის წესრიგი.

ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2020

08:30 საათი, რეგისტრაცია (სასტუმრო „ბილტმორი“)
10:00-12:30 საათი, საინვესტიციო სესია (სასტუმრო „ბილტმორი“)

ახალი რეალობა/ნორმა - მდგრადი ტურიზმის განვითარების ერა

10:00-10:10 საათი, მისასალმებელი მიმართვები:
• ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
• ზურაბ პოლოლიკაშვილი, UNWTO-ს გენერალური მდივანი

10:10-10:20 საათი, ძირითადი მოხსენება 1: „ინოვაციები და მდგრადობა როგორც ახალი რეალობა/ნორმა“

ნატალია ბაიონა, ინოვაციების დეპარტამენტის დირექტორი, ციფრული ტრანსფორმაცია და ინვესტიციები (UNWTO)

10:20-10:40 საათი, ძირითადი მოხსენება 2: Financial Times-ის პრეზენტაცია: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციებისა და პოლიტიკის მიმოხილვა“

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ტურიზმში - ტენდენციები და რეკომენდაციები, განვითარების სცენარი კოვიდ 19-ის შემდგომ“

ჯაკობო დეტონი, რედაქტორის მოადგილე, FDi Magazine, FDi Intelligence, Financial Times

10:40-11:10 საათი, დისკუსია: ტურიზმის მდგრადი ინვესტირება - ძირითადი საკითხების მიმოხილვა:

• ნიკოლა ვილა, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, Strategic Growth Mastercard
• აჰმედ ალხატეები, ტურიზმის მინისტრი, საუდის არაბეთის სამეფო
• არლეტ სოუდან-ნონაულტ, კონგოს ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი
• ირენ არიას ჰოფმანი, აღმსრულებელი დირექტორი, IDB Lab, Inter-American Development Banks Group
• ალზბეტა კლეინი, დირექტორი, International Financial Corporation

11:10-11:45 საათი, სესია 1: კვლევა ტურიზმის აღდგენა-განვითარების გზებზე
პრეზენტაცია: „მსოფლიო ტურიზმის საიდენტიფიკაციო ბარათი - ტურიზმის ხელახლა გახსნის უსაფრთხო გზები“
ანტონიო სანტოს დელ ვალე, Wanderlust Passport S.L.
პრეზენტაცია: „როგორ განვავითაროთ ტურიზმი სოფლის განვითარებით“
ლისანდრო მენუ-მარკი, საერთაშორისო განვითარების კორპორაციული დირექტორი, Globalia

11:45-12:30 საათი, სესია 2: ახალი ტენდენციები პოსტ-კოვიდის პირობებში საქართველოში

თავმჯდომარე: მარკ ტ. მაკკორდი, ეკონომიკური უსაფრთხოები პროგრამა, USAID
• მარიამ ქვრივიშვილი, დირექტორი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
• სებასტიან მოლინეუსი, სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი, მსოფლიო ბანკი
• ვახტანგ ბუცხრიკიძე, აღმასრულებელი დირექტორი, თიბისი ბანკი
• ვალერი ჩეხერია, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, აჭარა გრუპ ჰოლდინგი
• ირაკლი კილაურიძე, მმართველი დირექტორი, Colliers International Georgia

12:30 საათი, შემაჯამებელი მიმართვა: ნატალია ბაიონა, ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინვესტიციების დირექტორი (UNWTO)

12:35 ხელმოწერის ცერემონია: ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და MasterCard Europe SA -ს შორის.