მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს

5dd638d080235
BM.GE
21.11.19 11:10
1833
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცა, დანაშაულის ჩადენის უშუალო ორგანიზატორი ორი პირი კი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი მიღება - ჩაბარების აქტების გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი, საერთო ჯამში, 29 660 ლარის ღირებულების, 32 020 კვადრატული მეტრი მოცულობის მიწის ნაკვეთები.

დღეისთვის, მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით", – ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.